შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარი პუნქტზე - მართლმსაჯულების რეფორმაზე დღეს მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია სამუშაო შეხვედრას გამართავენ და სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე იმსჯელებენ.
მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ოპოზიცია კი თვლის, რომ ეს არის შეთანხმების ერთ ერთი საკითხი, რომლის არ შესრულების შემთხვევაშიც, "ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.