მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესის ცვლილებაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. ამიერიდან დეპუტატებს ფრაქციის შექმნა 4 წევრითაც შეეძლებათ. გარდა ამისა, კანონმდებელი არ იქნება შეზღუდული გაწევრიანდეს ნებისმიერ ფრაქციაში.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის ამგვარი რედაქცია ოპოზიციისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.