17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ნიკიტა მიხალკოვი საოკუპაციო რეჟიმის "კულტურის მინისტრს" შეხვდა და დახმარება აღუთქვა

ცნობილი რუსი კინორეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი მოსკოვში, კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მმართველი რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრს, გუდისა აგრბას შეხვდა.

მიხალკოვმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მზად არის მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერა გაუწიოს ახალგაზრდულ მოძრაობას სახელად – "აფხაზეთის მომავალი", კულტურულ და კინემატოგრაფიულ  საქმიანობაში.

ცნობისთვის ნიკიტა  მიხალკოვი აქტიურად არის ჩართული კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების საქმეში.

დღის ამბები