ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალს სკეპტიკურად უყურებს მისი ყოფილი თანაგუნდელი. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ყოფილ პრემიერს წარმატებისთვის მოუწევს ბევრი წინაღობის გადალახვა, ამისთვის კი უნდა ჰყავდეს რეიტინგული გუნდი, რასაც ჯერ მის გარშემო ვერ ხედავს. ამასთან თეა წულუკიანი მომავალ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში "ქართული ოცნების" წარმატებაში დარწმუნებულია:
"მე არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება მას პოლიტიკაში. შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის გახარიას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე, ჯერჯერობით, მის გარშემო ვერ ვხედავ.
მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.