17 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა" - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მოუწოდებს ყველას აიღონ მანდატი და დაიწყონ მუშაობა საქართველოს პარლამენტში - ევროპელმა კანონმდებელმა ეს განცხადება გააკეთა კონფერენციაზე სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი?".

მარინა კალიურანდის შეფასებით, საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ატარებს რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის ერთგულია.

"მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, ვინაიდან პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს, შედით პარლამენტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი, ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ იმისთვის, რომ დაბალანსებულად და ღიად ისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია.

ეს რეფორმები არის საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება პანდემიას.

ეს კითხვები თქვენი პარლამენტის მაგიდაზეა და უნდა მოგვარდეს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად,"- აცხადებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი.

დღის ამბები