17 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო რა განსხვავებაა ორ კანონპროექტს შორის - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკურმა მხარეებმა ამნისტიის პუნქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ხანგრძლივი დისკუსის ფინალურ ეტაპზე კენჭს ორ დოკუმენტს უყრიან.

უახლოეს სხდომაზე ოპოზიციის ვერსია გავა, "ქართული ოცნების" ამნისტიის კანონი კი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

"ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო რა განსხვავებაა ორ კანონპროექტს შორის და არაფერი, დიდი ფატალური განსხვავება არ არის. სავსებით არის შესაძლებელი კომპრომისი, თუ იქნება სურვილი. ჩემთვის გაუგებარია, ან აქედან, ან იქიდან გაჯიქება. ეს რა წესია ამ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული? თუ არ იქნება კომპრომისული ვარიანტი, არ დავუჭერთ ჩვენ მხარს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი. 

 

დღის ამბები