17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი ეწვევა

საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ლისაბონში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რეგიონის სტაბილურობის დასაცავად უფრო ეფექტური უნდა გახდეს. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. დიპლომატს მინისტრების ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

დღის ამბები