საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება.
ლევან დოლიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.
"ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწვეტილეტილებას გვერდში დავუდგე ბატონ გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნადვილად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზსა და აგრესიაზე, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას,"- აცხადებს ლევან დოლიძე.