17 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ცნობილია, რომ ენმ პარლამენტში შემოსვლას აპირებს, მაგრამ იმაზე მსჯელობენ ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად - ალეკო ელისაშვილი

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მოწოდებას, რომ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ, გამოხმაურებები მოჰყვა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები კი მათ შესვლას ელოდებიან. ალეკო ელისაშვილის თქმით, დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობა" პარლამენტში შესვლას აპირებს, მაგრამ ახლა ამის განხორციელების ფორმაზე მსჯელობენ. 

"ნაციონალური მოძრაობა" რომ პარლამენტში შემოსვლას აპირებს, ეს დიდი ხანია უკვე ცნობილია. უბრალოდ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებად, ამაზე მსჯელობენ ახლა. მე მათ ველოდები, ჩემი ფეხით გამოთრევას ხომ აპირებდნენ პარლამენტში, ახლა ვნახავ ჩემი ფეხით გასათრევად შემოდიან თუ იმის გამო, რომ იქ სავარძლებში დასკუპდნენ. საერთოდ, რა ნამუსით შემოდიან მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც ჩემი და ლევან იოსელიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული," -აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები