პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მან აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება უკვე შეიტანა.
ანა დოლიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა.
"ხალხს აქვს ძალიან ბევრი კითხვა ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ამ ხელშეკრულების დადებისთვის, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. საუკეთესო ფორმატი, სადაც შეიძლება ამ კითხვებზე გავიგოთ სიმართლე, არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებს შეუძლიათ, აიღოს ხელში ბერკეტები და შექმნას პროცესი, რომლითაც ჩვენ დავადგენთ სიმართლლეს,"- აცხადებს ანა დოლიძე.