"სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალურ პროკურორს მიმართავს და ითხოვს, ბოლომდე მიიყვანოს უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე დაწყებული გამოძიება.
პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა საგამოძიებო უწყებაში, სიმბოლურად, ლურჯი ნაჭერი მიიტანა და ამ ფორმით თაროზე შემოდებული საქმეები გააპროტესტა.
"ოთხი წლის წინ უფასო სასადილოებში ჩვენმა პარტიამ ჩაატარა მორიტორინგი, თბილისის 63-ივე უფასო სასადილოში და აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იქცეოდნენ არაკეთილსინდისიერად და მათ ერიცხებოდათ გამგეობებიდან თანხა სრულად, იმის ნაცვლად, რომ ჩარიცხოდათ ნაწილობრივ, მხოლოდ იმის მიხედვით, რამდენ ულუფასაც ისინი გაამზადებდნენ.
სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა, იყო არასრულად დამონიტორინგებული ეს პროგრამა. პროკურატურას დღემდე საბოლოო შედეგი არ დაუდია და არ ვიცით, ჩვენ ამ საქმეზე რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა." - განაცხადა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა თეონა ჭალიძემ.