17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმა - ოპოზიცია და მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი საკითხის აღსრულებას იწყებენ

ოპოზიცია და მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი საკითხის აღსრულებას იწყებენ. მართლმსაჯულების რეფორმა დოკუმენტში რიგით მესამე პუნქტია, რომლის იმპლემენტაციაზეც პასუხისმგებლობა მხარეებმა ერთობლივად აიღეს. რეფორმაზე აქტიური მსჯელობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს მიმდინარე შეხვედრაზე კი დეპუტატები მხოლოდ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

სასამართლო სისტემის სამომავლო რეფორმის პროცესში ყველა მხარისთვის პრიორიტეტები სხვადასხვანაირად ნაწილდება, თუმცა ერთნაირად თანხმდებიან, რომ ნდობა მართლმსაჯულების მიმართ გასაზრდელია.

დღის ამბები