ამნისტიის პროექტს პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. 87 მომხრე და 9 წინააღმდეგი - შეიცვლება თუ არა ეს თანაფარდობა ტაბლოზე მეორე მოსმენის შემდეგ. ოპოზიცია ჯერჯერობით არ აყენებს კენჭისყრაზე ალტერნატიულ ვარიანტს, რითაც იტოვებს შანსს, რომ მეტი მომხრე გადაიბიროს. ყველა მხარე დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს სწორედ მათი ვერსია ასახავს.
სადავო საკითხების დაზუსტება პარტიებმა ვერც მრავალსაათიანი საპარლამენტო მუშაობის დროს და ვერც ინდივიდუალური შეხვედრებისას შეძლეს. ერთადერთი გამოსავალი ახლა ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენა რჩება, როდესაც ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი საკუთარი შესწორება ან დამატება მსჯელობის შედეგად დოკუმენტში ასახოს. თუმცა, მმართველი პარტიის დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა ამის შანსები კიდევ უფრო შეუმცირა იმ დეპუტატებს, რომლებმაც "ოცნების" ვერსიას მხარი არ დაუჭირეს.
სახელისუფლებო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციების გადახედვას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ჰუმანური აქტი არა კონკრეტულად ერთ, არამედ ყველა მხარეს უნდა შეეხოს. "ოცნების" ლიდერებმა იმ კოლეგებს, რომელთაც მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერეს, კვალიფიკაციაც დაუწუნეს.