19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"პირველი შტამის დროს რომ ვღებულობდით ბავშვებს, დარბოდნენ, მშვენივრად იყვნენ, ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე" -დავით გადელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ძირითადად, კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისივე განცხადებით, ბავშვებში აღნიშნული შტამი შედარებით მომატებული სიმძიმით მიმდინარეობს, გაზრდილია ვირუსის გავრცელებაც ბავშვებში.

"ახლა ჩვენთან ძირითადად არის COVID-19-ის ბრიტანული შტამი და ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, რომ სიმძიმეც ბავშვებში, დრამატულად დიდად არა, მაგრამ ოდნავ მეტია და გავრცელებაც საკმაოდ მომატებულია.

წინათ, როდესაც პირველი შტამის დროს ვღებულობდით ბავშვებს, პალატებში ვერ ვაკავებდით ისე დარბოდნენ-დახტოდნენ, მშვენივრად იყვნენ. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე.

ამ წუთას გვყავს 23 ბავშვი პაციენტი. ყველაზე მცირეწლოვანი 2-3 წლის არის. მისი მდგომარეობა ნორმალური, საშუალო სიმძიმის არის" - განაცხადა დავით გადელიამ.

დღის ამბები