საქართველო შეერთებული შტატებისგან 88 მილიონს მიიღებს. დახმარება გათვალისწინებულია სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში.
თანხა გათვალისწინებულია დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარების, რუსული საფრთხეების წინააღდეგ ბრძოლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შეუყობს ხელს, ასევე დამოუკიდებელი, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას.
"დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმების, ბალანსის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის არსებობას. კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. გაუმჯობესებული, დამოუკიდებელი, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას. პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, შერიგების მცდელობებს მათ შორის აფხაზეთის რეგიონში. ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას. საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამები კი აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე ურთიერთქმედებას შტატების, ნატოს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გულისხმობს რუსული გავლენებისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს შესაბამისი სწავლებების ჩატარებასა და აღჭურვილობების მიღებას, მათ შორის დაზვერვის, გარე მეთვალყურეობისა და რეკოგნისცირების კუთხით. ამ ტიპის მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებსაც რუსეთთან უშუალო სახმელეთო საზღვარი გააჩნიათ,“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.