17 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
2-4 ივნისს საქართველოს შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ეწვევა

მომდევნო კვირას ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით საქართველოს შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ეწვევა. კონგრესი გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას დემოკრატიის გასაძლიერებლად.

სენატის დელეგაცია საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევა. 

"2-4 ივნისს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია. სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან დელეგაციის შემადგენლობაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები