"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს - გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მედეა ვასაძის განცხადებით, თითქმის 90%-ით უკვე გადაწყვეტილია, რომ პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში შევა.
მისივე განცხადებით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ხვალ, "ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება.
"მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას როგოც უმაღლესი საბჭოს წევრი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მაინც დაბალანსდა საიმისოდ, რომ შესვლა არის საჭირო, არამცთუ საჭირო, აუცილებელიც.
ხვალ არის მოწვეული "ნაციონალურ მოძრაოიბის პოლიტსაბჭოს სხდომა," - აცხადებს მედეა ვასაძე.