17 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ვფიქრობ წყლის პისტოლეტებით გავწუწოთ შემოსასვლელში, თან ზაფხულია და არ ეწყინებათ - იაგო ხვიჩია ენმ-ს პარლამენტში ელოდება 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესაძლო შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც იაგო ხვიჩა ამბობს, დიდი ხანია პარტიის ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

"ვფიქრობდი, რომ წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო ვიფიქრე. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი მხრიდან სწორი და პრაგმატული ნაბიჯი იქნება.

"99%-იანი ალბათობით, ისინი შევლენ პარლამენტში, ეს არის სწორი და პრაგმატული ნაბიჯი. რაც მეტი ოპოზიციური ძალა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ეს იქნება ოპოზიციის სიძლიერე," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

ხვალ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, სადაც გადაწყდება შევა, თუ არა პარტია პარლამენტში.

პოლიტიკურ მოძრაობაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. პროგნოზებს აკეთებენ "ძალა ერთობაშიას" წევრები, "ემსახურე საქართველოს" ლიდერი, მედეა ვასაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტია შეთანხმებას შეუერთდება.

დღის ამბები