17 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ენმ-ს შემოსვლით და გასვლით პარლამენტს არც არაფერი შეემატება, არც დააკლდება - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესაძლო შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, პარტიის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში, არაფერს შეცვლის.

"წყლის პისტოლეტით ნამდვილად არ დავხვდები, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტს ამით არც არაფერი შეემატება და არც არაფერი დააკლდება, მათი არც შემოსვლით და არც გასვლით. მიაღწიეს იმას, რომ ესეთი მდგომარეობაა რეალურად. ერთადერთი რაც შეიცვლება ალბათ, მე მაფიქრებინებს რამდენიმე ოდიოზური ფიგურის არსებობა იმ სიაში, რომელიც აპირებს შემოსვლას პარლამენტში, რომ საცირკო წარმოდგენებით უფრო დატვირთული იქნება ჩვენი დღის წესრიგი სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხვალ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, სადაც გადაწყდება შევა, თუ არა პარტია პარლამენტში. 

პოლიტიკურ მოძრაობაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. პროგნოზებს აკეთებენ "ძალა ერთობაშიას" წევრები, "ემსახურე საქართველოს" ლიდერი, მედეა ვასაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტია შეთანხმებას შეუერთდება. ბოიკოტის შეწყვეტის მომხრეა და პარლამენტში შესვლის საჭიროებაზე საუბრობს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი პეტრე ცისკარისვილიც.

დღის ამბები