ამ წუთებში "ექსპო-ჯორჯიასთან" მოძრაობა "შეცვალე" და "მოძრაობა საქართველოსთვის" აქციას მართავს. სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას და მის გუნდს რომლებიც დღეს ახალი პარტიის პრეზენტაციას გამართავენ სირცხვილის კორიდორში გაატარებენ.
"ტყვია თვალში საქართველოსთვის", "კოვიდ-კორუფცია საქართველოსთვის", "ანაკლიის პროექტის ჩაშლა საქართველოსთვის" - სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე ამ შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, გიორგი გახარიას "ექსპო-ჯორჯიაში" შესვლამდე იმ სიმართლის, წაკითხვა მოუწევს რომელიც მათ ბანერებზე წერია.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დღეს ახალ პოლიტიკური გაერთიანებას - "საქართველოსთვის" აფუძნდება.