გიორგი გახარიამ ახლადდაფუძნებული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს 14 წევრი ეყოლება. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები შედიან.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრები:
გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.
ყოფილმა პრერმიერმა პოლიტსაბჭოს წევრების გარდა მის ახალ გუნდში შემავალი პირებიც დაასახელა:
გიორგი აბაშიშვილი, ლევან დოლიძე, ეკა ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ალესანდრე მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიძე, გიორგი კიკნაძე და საბა ჯიქიძე.
გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, ახალი გუნდის კარი ღიაა ყოველთვის.