ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი ახალი პარტიის - "საქართველოსთვის" წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში რადიკალური დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის და მისი გუნდისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი.
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ," – განაცხადა გახარიამ.