პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კითხვაზე -
ვის პროექტია გიორგი გახარია - "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულ ყოფილ პრემიერსა და ახლა უკვე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, მისი ახალი პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ კითხვაზე განმარტების გაკეთება მოუწია. ურო კონკრეტულად კი, - არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, - გიორგი გახარიას განცხადებით, ის არასდროს ყოფილა ვინმეს პროექტი, და არც მომავალში იქნება.
"არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი," – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ახალი გუნდი - "საქართველოსთვის" ოფიციალურად დღეს დააფუძნა.