ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის "საქართველოსთვის" წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება. გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასზე ბევრად უკეთესი კანდიდატებიც არსებობენ.
"ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს," - აღნიშნა გახარიამ თუმცა ის ამ დრომდე არ ამბობს, თუ ვინ შეიძლება დასახელდეს თბილისის მერობის კანდიდატად ახალი პოლიტიკური პარტიის მხრიდან.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა ახალი პარტია "საქართველოსთვის" დღეს დააფუძნა.