17 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
პოლიტიკური გზა უმრავლესობიდან ოპოზიციამდე - რამდენიმე ბოდიში და პასუხგაუცემელი ხმაურიანი მოვლენები გიორგი გახარიას პრემიერობის ეპიზოდიდან

როგორია გიორგი გახარიას გზა პოლიტიკიდან, კვლავ პოლიტიკაში, თუმცა ამჯერად მმართველი პარტიიდან ოპოზიციურ სპექტრში - გახმაურებულ თემებზე, რაზეც გიორგი გახარიას მისამართით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ყველაზე მეტი პრეტენზია ისმოდა, დღეს ახალი პარტიის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს არ უსაუბრია. მან ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც.

თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიის დაფუძნების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ დააანონსა - არ გაურბის არც ერთ კითხვას, რომელიც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.

კორუფცია, ნეპოტიზმი და ეკონომიკური განვითარება დღეს მთავარ პრიორირტეტებად დასახელდა. თუმცა, ამ საკითხებს შორისაც არის თემები, რომლებზეც საზოგადოება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საუბრობდა. 

დღის ამბები