შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" და მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს - დღეს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
შეხვედრა 17:00 საათზეა დანიშნული.
"კურიერის" ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე განიხილება კიდევ ერთი ვერსია, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტოს, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ შეთანხმების გვერდის ავლით, ანუ ხელი არ მოაწეროს დოკუმენტს.
"პირველივე დღიდან ჩვენ ამ საკითხს საჯაროდ განვიხილავდით და არ ჩავიკეტეთ პარტიის შიგნით. ყველა არგუმენტის შეჯერებით დღეს მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.