02 სექტემბერი 2026,   03:50
ვრცლად
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ სოფლის სახნავ-სათესები და საძოვრები ხელისუფლებამ უცხოელ ინვესტორზე 30 წლიანი იჯარით ისე გასცა, რომ მათ სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ადგილობრივების თქმით, ისინი მიწების დამუშავებით ირჩენდნენ თავს. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ინვესტორიც მზად არის მოხდეს ადგილმონაცვლეობა და მას სოფელში არსებული სხვა ტერიტორიები გადაეცეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

მოსახლეობას პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შეხვდა და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

დღის ამბები