რიონის ხეობაში პროტესტის ახალი წერტილები გაჩნდა - აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გადაკეტილია ყველა გზა, რომლითაც მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე კომპანია "ენკას" ტექნიკა და თანამშრომლები შედიან.
დამატებითი კარავი სოფელ სორმონში გაიშალა.
"კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და "პიკაპებით" ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის "მწვანე ყვავილას" გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა," - განაცხადა "რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა.