"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პარტიის წევრები პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე იმსჯელებენ. ამასთან, დღესვე გახდება ცნობილი, პარტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.
"კურიერის" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს, თუმცა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გამოაცხადებს.
ენმ პარლამენტში სავარაუდოდ სასესიო კვირაში მივა.