17 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმავენ, ბიძინა ივანიშვილს არ დაუტოვონ არცერთი კომფორტის ზონა და ებრძოლონ ყველგან, მათ შორის პარლამენტის სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში. 

"ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა," - განაცხადა მელიამ.

ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამო ხელს არ აწერენ.

დღის ამბები