ხვალიდან რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. იხსნება სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა დამატებით 7 ქვეყნის წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციით შეეძლებათ.
მათ შორის იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს.
საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PCR უარყოფითი ტესტის პასუხით.
გარდა ამისა, ხვალიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც სრულად იხსნება. მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.
ასევე, სამშაბათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.