17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას - ვიოლა ფონ კრამონი

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი პარლამენტში მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შევიდნენ,  ევროპელი კანონმდებლები ეხმიანებიან.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფრონ კრამონი, სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლაა. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია," - წერს ვიოლა ფრონ კრამონი.

"გულდასაწყვეტი სიგნალი "ნაციონალური მოძრაობისგან",- ასე გამოეხმაურა ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას. 

დღის ამბები