ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, თავად სანაის გამოკითხვით გაგრძელდება.
სასამართლო სხდომას ჟურნალისტი პირველად დაესწრება. მისი თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც თავდამსხმელების ბრალეულობა დასტურდება.
სამ ბრალდებულს პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას ედავებიან. ტელეწამყვანზე თავდასხმა თებერვალში მოხდა. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.