31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, დღეს საარჩევნო უბნები უნდა შეარჩიოს.
20 უბანი, სადაც გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა - შემთხვევითობის პრინციპით დასახელდება. მიმდინარე კვირაშივე იგეგმება ბიულეტენების ხელახლა გადათვლა.
პროცესში კომისიის 4 წევრის გარდა ჩართული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციიდან პროფესიული ნიშნით შერჩეული, პოლიტიკურად ნეიტრალური 12 პირი.
7 თვის წინ ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები პირდაპირ ეთერში გადაითვლება. ამასთან, უნდა გამოიკითხოს პროცესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი.