"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
შესაბამისი სტატუსი თალაკვაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომელსაც პოლიციელი იცავს, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
პანდემიის პერიოდში პოლიციელები იყვნენ კოვიდ19-თან ბრძოლის წინა ხაზზე და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვირუსის შეკავებაში. მადლობა თქვენი სამსახურისთვის!
ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების წინაშე!
პოლიციელი გმირია!,"-წერს თალაკვაძე.