17 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქედს ვიხდი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას - პრემიერი​

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ღვაწლზე ისაუბრა. 

მან მადლობა გადაუხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იდგება მათ გვერდით. 

"სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. მე ქედს ვიხდი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი გასწირა ღირსეულად ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები