17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების პოლიცია, რომელშიც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. 

"საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების პოლიცია, რომელშიც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. სწორედ ამან განაპირობა, საქართველოსა და ევროპოლისს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამით ევროპის პოლიციის სამსახურმა აღიარა ქართული პოლიციის სანდოობა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღეს საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. 

დღის ამბები