17 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ შარლ მიშელის შეთანხმებას ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა. 

თამარ კორძაიას განცვხადებით, ამ ვითარებაში უკვე საპარლამენტო ტრიბუნა არის ის სივრცე, სადაც "ქართულ ოცნებას" ოპონირება უნდა გაუწიონ.

"სწორედ ამიტომ მოვედი მე დღეს და ხელი მოვაწერე, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. "ნაციონალური მოძრაობა" არის დიდი პარტია, მას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან და რა თქმა უნდა, ის გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ამომრჩევლის ნებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე," - განაცხადა "რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები