პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლისას, განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციელთა როლი
"ვირუსთან ბრძოლისას, განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციელთა როლი. ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, კარგად დაგეგმილი, სწორად გათვლილი და დაგეგმილი იყო. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში,"- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაური.
დღეს საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება.