რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, სპეცდანიშნულების რაზმს უფლება ექნება წყლის ჭავლი, გაზი ან სხვა საშუალება გამოიყენოს.
"დგანან პოლიციელები და მაქსიმალურ ცდილობენ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ვნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ერთხელ ტექნიკა დაუწვეს. აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეები რომ იქ შევუშვათ, უფრო მეტი არეულობა მოხდება. სპეცდანიშნულების რაზმს რა აღჭურვილობაც აქვს, მათ შორის სპრეიგაზი, წყლის ჭავლი და ა.შ. თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.