"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ენმ "ქართულ ოცნებასთან" ძალაუფლების გადანაწილებას არ აპირებს.
მისივე თქმით, პარტიისთვის მთავარია, რომ რეჟიმი შეირყეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოინგრეს.
"ჩვენ არ ვაპირებთ "ქართულ ოცნებასთან" ძალაუფლების გადანაწილებას. ჩვენთვის მთავარია, რომ რეალურად რეჟიმი შეირყეს და ჩამოინგრეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის ჩვენი ამოცანა.
პრივილეგიები, კორუფცია და საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ეს არის კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ყველა მსახურის მთავარი ამოცანა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს რაც შეიძლება მალე და ვადამდელ არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.