"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას პრალამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილ მდგომარეობას უაღრესად განიცდის.
"სამწუხაროდ ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს. სამწუხაროდ, გუშინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნამდვილად არ არის კარგი. მე მათ მრავალ მხარდამჭერთან ერთად, უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.