"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე გუმათში ჩავიდა. პოლიტიკოსი ადგილზე თანაგუნდელებთან და შვილთან ერთად იმყოფება. მან ხეობაში შესვლა სცადა, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველები უკანონო ქმედებას ახორციელებენ, როდესაც მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ, ამასთან, ტყუილს უწოდებს კომპანია "ენკას"
დირექტორის განცხადებას, ხეობაში ტურისტებოს შეშვებასთან დაკავშირებით.
"აქ საზღვრის გავლება არის ხელოვნური და არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება გადავადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ერთ მუხლს ვერ მეტყვით, თუ რატომ დგეხართ აქ. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციას ავიწყდება ის, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აბსოლუტური ფანტასმაგორიაა რაც თქვა დღეს კომპანია "ენკას" დირექტორმა, თითქოს აქ ხალხი უნდა მოვიდეს და დაათვალიეროს, მინდა დავათვალიერო და ვინმე მიშვებს? აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ აქ იდგნენ,” - განაცხადა ანა დოლიძემ.