17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"შეთანხმებას ხელს არ აწერ, აბა რა უნდათ პარლამენტში? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი" - ირაკლი ზარქუა ენმ-ზე​

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ენმ-ს გადაწყვეტილება, ხელი არ მოაწერონ უარი შარლ მიშელის დოკუმენტზე, გარკვეულწილად არის მცდელობა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ შეინარჩუნოს სახე საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და ამით ახსნან, თუ რატომ მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თემას არ ვეთანხმებოდით, მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციული ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებით საზრდოობს და ფიქრობს. არ მოაწერა რომელმა და შემოდიან? აბა რა უნდათ პარლამენტში? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი, დიახ ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, დიახ ჩვენ მოგატყუეთ, თავის ამომრჩეველს მიმართონ, ვისაც წვიმაში, ქარში, ავდარში გარეთ დაატარებდნენ და უთხრან, რომ ახლა უნდათ ხელფასები, თანამდებობები და ამიტომ შემოვდივართ," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა.

მმართველი პარტიის ლიდერები ასევე ყურადღებას, როგორც თავად აცხადებენ, ენმ-ს დესტრუქციულ გუნებაზე და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობაზე ამახვილებენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, მათი ქმედებები უკვე დიდი ხანია მომაბეზრებელი გახდა და ამავე დროს არათანმიმდევრული, მათ ბევრი სიტყვა თქვეს და ბევრი სიტყვა დაარღვიეს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში 19 აპრილის შეთანხმებასაც მოაწერენ ხელს.

ეს არის ახლა მცდელობა, რომ საკუთარი მომხრეების თვალში რამენაირად კვლავ შეინარჩუნონ ლეგიტიმაცია. თუ არ არის ხელმოწერა, მაშინ არ არსებობს შეთანხმება "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ამ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ეს შეთანხმება, შესაბამისად ისინი ვერ ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, ეს არის მათი ლოგიკა, რომელიც თვითონ მათაც ძალიან კარგად ესმით," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები