გიორგი გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი პარტიის ლიდერის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას გრძნობს.
"გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდა სწორედ იმიტომ, რომ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას არსებული რეალობიდან გამომდინარე და ეს იყო ამ მოცემულობის ნაწილი, ამით დაიწყო მან თავისი გამოსვლაც და სწორედ ეს არის ნაბიჯები, რომელიც საჭიროა გადაიდგას ამ პასუხისმგებლობის ნაწილში, რომ საქართველოში მდგომარეობა შეიცვალოს.
საქართველოს მოქალაქე გახარიასთან მიმართებაში დაინახავს ვისი პროექტია - პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის პროექტი. მე არ ვაპირებ ჩაბმას იმ პოლიტიკური ბატალიების ნაწილში, რომელშიც ყველა მხარეს უნდა, რომ ჩაგვითრიოს, ამისთვის უბრალოდ დრო არ გვაქვს, ამიტომ არაფერს ვიტყვი მათ შეფასებაზე,"- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.