17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"რეგლამენტით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლებაც გვაქვს და კომიტეტის სხდომაზეც, ამას ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც სხვები გადაწყვეტენ" - ბეჟაშვილი კობახიძეს პასუხობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი "დღის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მისი დღევანდელი გამოსვლა უფრო თავისივე ამომრჩევლებისკენ იყო მიმართული. 

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს, როგორიცაა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება, კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის უფლება და სხვა საკითხების განხილვებშიც, აღნიშნულ უფლებებს ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც ვერავინ მათ ვერ შეუზღუდავს.

"ირაკლი კობახიძე დღეს უფრო ელაპარაკებოდა თავის ამომრჩეველს და ამხნევებდა იმიტომ, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესვლა პარლამენტში და ისტერიულად, რამდენიმე დღის განმავლობაში ამას ამტკიცებდნენ სხვდასხვა პროვოკაციული განცხადებებით და ა.შ.

ამიტომ, რეალურად, ეს არ არის სერიოზული. რა პრივილეგიებს გვართმევენ ჩვენ, იმ პრივილეგიებს, რომელსაც არც ვღებულობთ და არც გვაინტერესებს საერთოდ?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ არც ერთ ძალაუფლების და თანამდებობების გადანაწილების საკითხში, კომიტეტის თავმჯდომარეები იქნება ეს თუ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელები, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ის, რაც გათვალისწინებული არის რეგლამენტით, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლებაც გვაქვს, კომიტეტის სხდომაზეც მონაწილეობის უფლება გვაქვს და სხვა საკითხების განხილვებშიც, ეს რეგლამენტით და კონსტიტუციით არის დადგენილია და ამას ვერც ირაკლი კობახიძე, ვერც ზარქუა და ვერც სხვები გადაწყვეტენ," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები