17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ორივეს დავაპატიჟებინებ ჩემს მეუღლეს და ბევრად უფრო კარგ ხინკალს დავახვედრებ - თაკო ჩარკვიანი "გირჩის" სანაძლეოს პასუხობს

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა გუშინ პირად სოციალურ ქსელში  პოსტი დაწერა, სადაც მეგობრებს პარლამენტში მის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება სთხოვა. 

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გამოკითხვა დღეს 20:00 საათზე შეწყდება. პოლიტიკოსმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მის პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ თაკო ჩარკვიანის პოსტზე "გირჩის" წარმომადგენლებმა იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა სანაძლეოც კი დადეს ხინკალზე, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. თაკო ჩარკვიანმა მათ "დღის კურიერში" უპასუხა:

"მე მათ ვუთხარი, ვინ, ვინ და ეგენი ვერაფერს ვერ მოიგებენ, თვითონ "გირჩს" ვგულისხმობ. მათ მხრებზე დევს დიდი პროცედურული სამარცხვინო საქციელი, რომელმაც მთელი პოლიტიკური სპექტრი აჭრა. ორივე მათგანს დავაპატიჟებინებ ჩემს მეუღლეს ჩემთან ერთად და ბევრად უფრო კარგ ხინკალს დავახვედრებ. იქნებ მოსახლეობისგან "ჩიშკებსაც" კი გადარჩნენ. არ მგონია მათ რომელიმე ნიძლავის მოსაგებად ჰქონდეთ საქმე," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლასა და შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. 

დღის ამბები