17 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი ვაშაძეს და ლევან იოსელიანს შეკამათება მას შემდეგ მოუვიდათ, რაც ბიუროს სხდომა დატოვეს

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი ვაშაძეს და ლევან იოსელიანს შეკამათება მას შემდეგ მოუვიდათ, რაც ბიუროს სხდომა დატოვეს. სხდომაზე დეპუტატებს წარედგინა "სტრატეგია აღმაშენებლის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პენსიებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითვალისწინებს.

"გვქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი, სერიოზული არაფერი, რომ ღირდეს ამხელა ყურადღებად ჩემი აზრით. საპენსიო კანონპროექტთან მათ შორის, დიახ. შესათანხმებელი არაფერი არ გვქონდა. ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს, ცოტა ორივე მხრიდან ხმა ავუწიეთ, ეს იყო და ეს. შეიძლება ცოტა ემოციურია და ისე არ მიიღო, როგორც უნდა მიეღო," - განაცხადა "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა
ლევან იოსელიანმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტარი ასე არ უნდა იქცეოდეს.

"სამწუხაროა, პარლამენტარი სხვანაირად უნდა იქცეოდეს, მეც ვწუხვარ ამას, მაგრამ..." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები