პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნიკა მელია დასაკავებელი იყო, თუმცა მისთვის დაკავების ფორმები იყო პრობლემა. აქვე, გიორგი გახარია მისი გადადგომის გადაწყვეტილების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მისი კაბინეტის რამდენიმე წევრს სხვა მოსაზრება ჰქონდა, რომელზეც პარტია ზემოქმედებდა.
"მელია რა თქმა უნდა, დასაკავებელი იყო და ვიღაცები აქ რომ სპეკულირებენ, არასოდეს არც ერთ შემთხვევაში მე არ მითქვამს, რომ მელიას დაკავებაა პრობლემა, ფორმა იყო პრობლემა. რაღაც მომენტში პარტია ჩემი აღმასრულებელი ხელისუფლებაზე პასუხისმგებელი ადამიანის უფლებამოსილებაში შემოიჭრა პირდაპირ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიღებული იყო. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ რა, როდესაც ერთ-ერთ არგუმენტად ერთ-ერთმა პროცესის მონაწილემ თქვა, რომ რატომ შეეძლო მელიას პარლამენტში შეჭრაო და ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებით რატომ არ შეგვიძლია პოლიტიკური პარტიის ოფისში შესვლაო. ვსიო, ჩემთვის იქ თემა დამთავრებული იყო. რაღაც მომენტში ვნახე, რომ ჩემი კაბინეტის რამდენიმე წევრს სხვა მოსაზრება ჰქონდა, რომელზეც პარტია ზემოქმედებდა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს პროცესი გამეჩერებინა, მივიღე გადაწყვეტილება გადავმდგარიყავი. გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იქნებოდა საჩუქარი ნაციონალური მოძრაობისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.