17 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს 

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული - რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილება.

გაიწერება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრის შერჩევის პროცედურა.

ცვლილების შემდეგ, პარლამენტში იმუშავებს სპეციალური კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ, ღია პრინციპით, შეარჩევს და გაუგზავნის ევროპის საბჭოს სამ კანდიდატს, სადაც შესაბამისი გასაუბრების შემდეგ ერთი წარმომადგენლის დამტკიცება მოხდება.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რეგლამენტში შეტანილი ახალი მუხლი, კანდიდატის არჩევის პროცესს სამართლებრივად გამართულს და უფრო გამჭვირვალეს გახდის.

დღის ამბები